რატი იონათამიშვილი - ჩვენ ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს

ჩვენ ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. რატი იონათამიშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ისეთი რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რომელიც არ იქნება თანხვედრაში სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან.

„ჩვენი ქვეყნის პოზიცია აქამდე იყო, რომ როგორც წესი, ვიზიარებდით ყველა იმ რეკომენდაციას, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში, ამას ასევე დაემატება უარი ისეთ რეკომენდაციებზე, რომელიც არ მოვა თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან და შესაბამისად, მხოლოდ ამ ფილტრით იქნება გაზიარებული ნებისმიერი ის რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იქნება. ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი შესაძლებლობის დროს, ჩვენ ვუსმენთ და ვიზიარებთ ჩვენი მოქალაქეების აზრს და არა სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატების მოსაზრებებს“,-განაცხადა იონათამიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს