ბერდია სიჭინავა - წულუკიანის განცხადება დასტურია, რომ ეს ე.წ. კომისია იყო წინასწარ ორგანიზებული ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ დევნისა და შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის

წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის დასტური, რომ ეს ე.წ. კომისია იყო წინასწარ ორგანიზებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ ივანიშვილის მიერ დაანონსებული დევნისა და შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის აღმასრულებელი მდივნი, გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები, მომავალში მტკიცებულებებად იქნება გამოყენებული.

თეა წულუკიანს, როგორც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირს - კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით ევალებოდა დაეცვა ობიექტურობა და მიუკერძოებლობა საგამოძიებო კომისიის საქმიანობის პროცესში, თუმცა კანონის როგორი დარღვევებით წარმართა სხდომები გიორგი გახარიასთან მიმართებით, როგორ არღვევდა მის უფლებებს - რა ლექსიკით, აგრესიითა და ანტისახელმწიფოებრივი დამაზიანებელი რიტორიკით პოზიციონირებდა, მთელმა ქვეყანამ იხილა.

წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის დასტური, რომ ეს ე.წ. კომისია იყო წინასწარ ორგანიზებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გიორგი გახარიას მიმართ ივანიშვილის მიერ დაანონსებული დევნისა და შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ.

სასამართლო დღემდე “სირაქლემის პოზას” ინარჩუნებს, როდესაც მსგავსი შინარსსის განცხადებებს - როგორც მტკიცებულებებს, დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, არ ურთავს საქმეს, თითქოს ასეთი განცხადებები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, მაშინ, როდესაც რეალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან სხვა კონსტიტუციური ორგანოს თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ნებისმიერი ობიექტური პირისთვის აღიქმება სახელმწიფოს პოზიციის ფორმად.

წულუკიანის კვაზი-სასამართლო კომისიასა და იმ გავლენის ჯგუფის მიერ მართულ სასამართლოში, რომელთანაც თავის დროზე სასტიკად დამარცხდა წულუკიანი, არავის აქვს სიმართლის დადგენის მოლოდინი, თუმცა ადრე თუ გვიან ეს გარდაუვლად მოხდება და წულუკიანის ეს განცხადებაც, ბევრს სხვას შორის, არსად გაქრება და ერთ-ერთი მტკიცებულებად იქნება გამოყენებული”, - წერს ბერდია სიჭინავა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა იარაღიანი დაცვით მოითხოვა, მე არ ვისვრი, არც კომისიის წევრები და ვისგან უნდა დაგვეცვა იარაღით? - იმდენი ვქენით, ეს ადამიანი ქვეყნიდან გავაქციეთ და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი?“

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს