ილონ მასკი ესპანეთში სოციალურ მედიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე - სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია

ბინძური სანჩესი ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა, - ასე ეხმაურება ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიერ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს.

„სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია“, - წერს მასკი X-ზე.

ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა ამზადებს ზომებს, მათ შორის 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას. სანჩესმა პირობა დადო, რომ დაიცავს ბავშვებს „ციფრული ველური დასავლეთისგან“ და ტექნოლოგიურ კომპანიებს სიძულვილით სავსე და მავნე კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა