იაპონიაში დიდთოვლობის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

იაპონიაში, დიდთოვლობის შედეგად, 20 იანვრის შემდეგ, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰოკაიდოს რეგიონის უდიდეს ქალაქში, საპოროში გზების თოვლისგან გაწმენდაში თოვლის საწმენდი 1 000-ზე მეტი მანქანაა ჩართული.

ქალაქ აიმორში, ხელისუფლებამ გაწმენდით სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჯარისკაცებიც ჩართო.

დიდთოვლობის გამო, გასულ კვირას დროებით დახურა ჰოკაიდოს მთავარი აეროპორტი, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და ზოგიერთი მაგისტრალი ჩაიკეტა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა