დავით მათიკაშვილი - გერმანია მსოფლიოს საკმაოდ საჭირო და მოქნილ მექანიზმებს სთავაზობს იმ რთული მოცემულობის პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეგნებულად ანტიკონსტიტუციური ნაბიჯების გადადგმა ჰქვია

საკითხის, რომ ასე ჯიუტად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხდება არსებული რეალობის ყოველგვარი ნიველირება, გადაწყვეტის ის გზა, რომელიც გერმანიამ აირჩია, შესაძლოა, საქართველოსთვისაც მისაღები იყოს - ვიმსჯელებთ ამის შესახებ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.

მათიკაშვილის თქმით, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ სხვა პირის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ლეგიტიმურობის არაღიარებაა, ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

„გერმანია მსოფლიოს საკმაოდ საჭირო და მოქნილ მექანიზმებს სთავაზობს იმ რთული მოცემულობის პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეგნებულად ანტიკონსტიტუციური ნაბიჯების გადადგმა ჰქვია. როდესაც ცალსახაა, რომ საკითხი ერთგვაროვანია და ამის მიუხედავად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ სხვა პირის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ლეგიტიმურობის არაღიარებაა, არის ანტისახელმწიფოებრივი. ამიტომ, ჩვენ შეიძლება გავიზიაროთ და არის ამისი რესურსიც - საუკეთესო პრაქტიკაა დემოკრატიულ გერმანიაში და [შესაძლებელია] ისეთივე პრაქტიკა დაინერგოს საქართველოში. ეს არის განხილვის და მსჯელობის საკითხი, თუმცა საკითხი, რომ ასე ჯიუტად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხდება არსებული რეალობის ყოველგვარი ნიველირება, რაც ყველასთვის ცნობილია, ამ საკითხის გადაწყვეტის ის გზა, რომელიც გერმანიამ აირჩია, შესაძლოა, საქართველოსთვისაც მისაღები იყოს - ვიმსჯელებთ ამის შესახებ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ”, - განმარტა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ პარლამენტი კენჭს უყრის და თანახმა იქნება, შესაძლოა, კანონით განისაზღვროს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე