დავით მათიკაშვილი - საქართველოში მისი დამოუკიდებლობის შემდგომ მართლაც უმნიშვნელოვანესი განათლების რეფორმა ტარდება - ყველა ასეთი დიდი და მასშტაბური რეფორმა გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება თავიდან

საქართველოში მისი დამოუკიდებლობის შემდგომ მართლაც უმნიშვნელოვანესი განათლების რეფორმა ტარდება - ყველა ასეთი დიდი და მასშტაბური რეფორმა გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება თავიდან - ის მიზნები, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა რეალობა, რომ ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს საზღვარგარეთ წასვლა სურთ.

„საქართველოში მისი დამოუკიდებლობის შემდგომ მართლაც უმნიშვნელოვანესი განათლების რეფორმა ტარდება. ყველა ასეთი დიდი და მასშტაბური რეფორმა გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდება თავიდან. აქაც ჩანს, რომ ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია და რომ რეფორმა აუცილებლად პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს. საქართველოს ასობით უნივერსიტეტიდან რეიტინგში არცერთი მათგანი არ შედის - ეს არის სამწუხარო რეალობა. სამწუხაროა რეალობა, რომ ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს საზღვარგარეთ წასვლა სურთ - ცალკეულ ადამიანებს აქვთ ამისი საშუალება, ზოგი ვერ ახერხებს. ეს იმიტომ, რომ საქართველოში არსებული განათლების დონე არ აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტს. ჩვენი მიზანია მაღალი სტანდარტის შექმნა როგორც უმაღლესი განათლების, ასევე საშუალო განათლების საკითხებში. ამას აუცილებლად მივაღწევთ, იქნება კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაცია პროფესორ-მასწავლებლებთან, ყველა აქტორთან, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და დადებითი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ამასთან, მათიკაშვილმა ისაუბრა სტუ-ისა და თსუ-ის გაერთიანებაზე და აღნიშნა, რომ ამ თემის ირგვლივ „ცალკეული რადიკალური ძალები“ ცდილობენ წყალი აამღვრიონ და თავისთვის პოზიტიური შედეგები მიიღონ.

„ის მიზნები, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია. ყველა დანარჩენი შემადგენელი ნაწილი თუკი რაიმე სახით წუხილს იწვევს პროფესორ-მასწავლებლებში თუ სხვა აქტორებში, ეს საკითხები მსჯელობისა და კომუნიკაციის ხარჯზე გადაწყდება. ისიც გასათვალისწინებელი და გასააზრებელია, რომ ცალკეული რადიკალური ძალები ცდილობენ ამაში წყალი აამღვრიონ და თავისთვის პოზიტიური შედეგები მიიღონ. ყველაფერი გაკეთდება - მინისტრის მოადგილე ხვდება შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ეს კომუნიკაცია გრძელდება. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია უნივერსიტეტების გაერთიანების თვალსაზრისით, მხოლოდ პოზიტიურად იქნება აღქმული და შედეგობრივად იქნება მიღწეული საზოგადოებისთვის - პირველ რიგში ახალგაზრდებისთვის და მათი მაღალი სტანდარტის განათლებისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი