შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი და არც არავინ - შვედეთი ცდილობს ჩვენს მენტორობას, ცხვირაწეული გვესაუბრება და ჭკუას გვასწავლის

ჩვენ არ ვართ კლასში და ჯგუფელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია, არც საფრანგეთი და არც არავინ - შვედეთი ცდილობს ჩვენს მენტორობას, ცხვირაწეული გვესაუბრება და რაღაც მიმართებებით ჭკუას გვასწავლის - რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ შვედეთის მიმართ არამედ, სხვების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დიდპატარაობა არ არის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში.

„საქართველო არის 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ასწლოვანი გამოცდილება აქვს და იყო ერთ-ერთი პირველი ევროპული დემოკრატია, სადაც არჩევითობის პრინციპი დამკვიდრდა. ვერ გავიგე რატომ უნდა ვასწავლებინოთ ჭკუა სხვებს და რატომ არ უნდა მივუთითოთ სხვებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც მათ ქვეყნებში არის?! ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მივუთითებთ იმ ხარვეზებზე და მოვითხოვთ კიდეც. რა რეაგირება იქნება ამაზე ძალიან გვაინტერესებს. ან ჩვენ ავყვებით იმ მცირე უსამშობლოების ჯგუფს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ საკავშირო რესპუბლიკის დონეზე, როგორც საბჭოთა კავშირში ვიყავით, ან ჩვენ ვიქცევით როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ითხოვს, პატივი სცენ მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ შვედეთის მიმართ არამედ, სხვების მიმართ. ჩვენ გვაინტერესებს ერთი რამ - ჩანდეს ის ფარისევლობა, რომელსაც აქვს მსოფლიო პოლიტიკაში ადგილი. როდესაც საკუთარ თვალში ვერ ხედავენ დირეს და ჩვენ თვალში ეძებენ ბეწვს“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში