შალვა პაპუაშვილი - შევრცხვით, რადგან თემთა პალატის კორუმპირებულმა რამდენიმე დეპუტატმა რაღაც თქვა - იმედია საკმარისი თანხა აიღეს იმისთვის, რომ კარგი ვახშამი ჭამონ და ოჯახს რამე უყიდონ

შევრცხვით, რადგან თემთა პალატის კორუმპირებულმა რამდენიმე დეპუტატმა რაღაც თქვა. იმედია საკმარისი თანხა აიღეს იმისთვის, რომ კარგი ვახშამი ჭამონ და ოჯახს რამე უყიდონ და ამით მაინც რაღაც სარგებელი მოუტანონ თავის თავს, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა ბრიტანეთში თემთა პალატაში საქართველოსა და ირანის დაახლოების შესახებ წამოწეულ საკითხს.

პაპუაშვილის თქმით, მსგავსი ტყუილი განცხადებების გაკეთებაში დეპუტატები სარგებელს იღებენ, თუმცა იმის გამო, რომ ინგლისში პოლიტიკური ფული გამჭვირვალე არ არის, ამას ვერ ხედავენ.

„მეც სერიოზული ბრალდება წავუყენე, რომ კორუმპირებულები არიან და ფულს იღებენ ამ განცხადებებში. ასეთი ტყუილების უკან რა დგას, ჩვენ ვხედავთ ხოლმე „ფარადან“. ინგლისში, სამწუხაროდ, არ არის გამჭვირვალე პოლიტიკური ფული, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ ინგლისში, თორემ ზუსტად იგივე სისტემა მოქმედებს, როგორც სხვაგან მოქმედებს ხოლმე. ადამიანი მაზოხისტი ხომ არ არის, გამოვიდეს და ტყუილები ილაპარაკოს, ამისთვის რაღაც სარგებელი აქვს, დიდი ალბათობით, ამიტომ იმედი მაქვს, რომ კარგი სარგებელი მიიღო და თავის ოჯახს მაინც გამოადგება ეს. ასეთ განცხადებებს რომ ფასი არ აქვს, ეს ყველამ იცის და ყოჩაღ მათ, რომ ასეთ არაფრის მომცემ განცხადებებს ყიდიან და იმედია სარფიანად ყიდიან,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

საუბარია თემთა პალატაში დეპუტატ მარკ პრიტჩარდის კითხვას, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ირანის გავლენის აღმავლობაა და არსებობს სანქციების დარღვევის და მათთვის თავის არიდების პოტენციალი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს