სუს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სუს-ის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამუკა მდინარაძე თბილისშია.

„თბილისშია, სამსახურში,“ - აღნიშნეს სუს-ში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე აშშ-ში „შიკრიკად გააგზავნა“.

„ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს: მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში მამუკა მდინარაძის სახით - რა უნდა ქნას მდინარაძემ? აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? რუსეთი ხომ არ ჰგონია?“ - განაცხადა შარაშიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!