5 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, 2026 წლის 5 თებერვალს 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1649).

მათივე ცნობით, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები ზღუდავს, ერთი მხრივ, საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ განჩინების გასაჩივრებას, მეორე მხრივ, ცალკეულ შემთხვევებში სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანას.

„მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საგნობრივი განსჯადობის შესახებ მოსამართლის განჩინების გასაჩივრების უფლება მისი სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციური გარანტიით არის დაცული. მისი პოზიციით, სასამართლოებში არსებობს საგნობრივი განსჯადობის საფუძვლით საქმის კოლეგიებს შორის განაწილების დადგენილი არასწორი პრაქტიკა, რაც ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

მოსარჩელე სადავოდ ხდის აგრეთვე საქმეთა გაერთიანების შესახებ სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შეზღუდვას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მექანიზმი შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმის გაჭიანურების მიზნით. მისი პოზიციით, სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს საქმეთა გაერთიანების გამო დავის გადაწყვეტის დროში გახანგრძლივებას.

მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „რომელიც არ გასაჩივრდება“ და 414-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს