ირაკლი კობახიძე - დროული ინიციატივაა: კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული - სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება

კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. თუ ამ კუთხით პრობლემებია, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს - მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.

კობახიძის შეფასებით, „სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება“.

პრემიერის თქმითვე, კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში ყველა აღიარებს, „უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა“.

„ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი. დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს. კონსტიტუციური პრინციპები და წყობილება ყველამ უნდა აღიაროს. თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა. იმედი მაქვს, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას.

რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული. ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი სათანადოდ არის დაცული. ერთია, გამოხატვის თავისუფლება და მეორეა, კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ბუნებრივია, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად იქნება ასეთ რეჟიმში, საბოტაჟის რეჟიმში. ამიტომ, ყველას უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც ჩამოყალიბებულია. თან ყველა ვხედავთ, რომ ამ კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში, ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენს საზოგადოებას აქვს, უპირველესად, საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს. ამ პრინციპს ეფუძნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა“, - განაცხადა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი