ირაკლი კობახიძე - საბოლოოდ, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რასაც ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში

მნიშვნელოვანია ერთი რამ, საბოლოოდ, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რასაც ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში -საქართველო ძალიან იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც შექმნილია ევროკავშირში, მათ შორის დემოკრატიული უკუსვლის კუთხით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ასე შემდეგ,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს, სადაც საუბარია, რომ ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების არჩევნებში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რაც არის ასახული ამერიკულ დოკუმენტებში, ის ჩვენი თვალით ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე.

„რა თქმა უნდა, საქართველოს შემთხვევაში პირდაპირი ვიხილეთ ჩარევის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო იყო ევროკავშირის ელჩის პირდაპირი გამოსვლა და მოწოდება ქართველი ხალხის მიმართ, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ალბათ, ამაზე უხეში და პირდაპირი ჩარევა ძნელი წარმოსადგენია.

რაც არის ასახული ამერიკულ დოკუმენტებში, ის ჩვენი თვალით ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე. ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ძალიან მარტივი კოორდინირებული მექანიზმი იყო, რომელიც მიმართული იყო საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. გახსოვთ ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენელი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა დამხობის გამოცხადებულ მცდელობას. ეს ყველაფერი კოორდინირებული ნაბიჯებია. როდესაც ასეთ სქემებში არიან ჩართულები საქართველოს მოქალაქეები, მათ მიმართ უნდა დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს არის აუცილებელი, რომ დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა, სისტემა, რაც მთავარია შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული წესრიგი.

მნიშვნელოვანია ერთი რამ, საბოლოოდ ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რასაც ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. მაშინ ვიყავით მარტო, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით თითქმის, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ 1-2 ქვეყანას, ასევე მსოფლიოს მასშტაბით დამატებით შესაძლოა 1-2 ქვეყანა იყო. საქართველო ძალიან იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც შექმნილია ევროკავშირში, მათ შორის დემოკრატიული უკუსვლის კუთხით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ამერიკულმა დოკუმენტებმა, რაც მისასალმებელია“,- აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძემ ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში“.

პრემიერის თქმით, მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს თავის დროზე 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას.

„თავის დროზე, მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას. მაშინ გამოვიდა ევროკომისიის ოფიციალური პრესსპიკერი და პირდაპირი მხარდაჭერა გამოხატა დამხობისკენ მიმართული აქციის მიმართ, რაც იყო ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ისინი კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას, რაც გამოხატული იყო მათი პრესსპიკერის განცხადებაში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ევროპაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში