კანონპროექტი, რომლითაც იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით „ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტი მიიღო, რომლის საფუძველზეც იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება და სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების პრეროგატივა პრემიერს ენიჭება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით - 84-ხმით (10 წინააღმდეგი) მიიღეს.

ამასთან, კანონის პროექტს პარლამენტმა იმ დათქმით უყარა კენჭი, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მმართველი კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო და საბჭოსთან დაკავშირებული უფლებამოსილებები აღარ იარსებებს. კანონის პროექტის პირვანდელი ვარიანტის გათვალისწინებით კი, საბჭოს დაკომპლექტების მოდელის შეცვლა იგეგმებოდა.

„საკითხს კენჭი იმ დათქმით ვუყაროთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს. ბორდის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული ჩანაწერები კანონში აღარ იყოს. გაძლიერდეს დირექტორის უფლებამოსილებები, ხოლო ბორდის უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებში გადავიდეს. შესაბამისი ფორმულირებები მეორე მოსმენით განხილვისას იქნება წარდგენილი“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მოქმედი კანონის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში