სოფო ხორგუანი - ირაკლი კობახიძის ეგომ მისი პროფესიონალიზმი დაჩრდილა - გადაწყვიტა, რომ საკუთარ ძალაუფლებას რაც შეიძლება მეტი სამსახური დაუქვემდებაროს

ირაკლი კობახიძის ეგომ მისი პროფესიონალიზმი დაჩრდილა - გადაწყვიტა, რომ საკუთარ ძალაუფლებას რაც შეიძლება მეტი სამსახური დაუქვემდებაროს, - ეს განცხადება ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა სოფო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ დახმარების სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვისას გააკეთა.

ხორგუანმა „ქართული ოცნების“ წევრებს „კობახიძის ახირებების შემსრულებლები უწოდა“.

„გაგიჭირდათ, მაგრამ მოგიწიათ იმის აღიარება, რომ ქვეყანაში კორუფცია იყო, რომ ქვეყანაში სიდუხჭირე და მაღალი ფასებია. ირაკლი ღარიბაშვილს მამლის მესამე დაყივლებამდე გაემიჯნეთ და იგივეს იზამთ ირაკლი კობახიძეზე, როდესაც ვითარება შეიცვლება! აქ რამდენიმე ადამიანს, როგორც იურისტს, ვენდობი. ჩვენ სამართლებრივი, თანამედროვე სახელმწიფო გვჭირდება, სადაც სისტემებს და კანონებს ისე შევქმნით, რომ ძალაუფლების მატარებელი არ იყოს მჩაგვრელი.

მჩაგვრელი ხელისუფლება ყოველთვის ცუდად ამთავრებს! მე არ მინდა საქართველოში ციხეში ამთავრებდნენ ხელისუფლებები. დიახ, უნდა მოვახერხოთ ჩვენს ეგოებზე მაღლა დადგომა, რათა ისეთი სახელმწიფო ავუშენოთ, სადაც სახელმწიფო ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილება გამიჯნული იქნება და წონასწორობა იარსებებს! სადაც პარლამენტი შეასრულებს მთავარ ფუნქციას, იყოს თითოეული მოქალაქის წარმომადგენელი და არა ირაკლი კობახიძის ახირებების გამტარებელი, რომელიც ახლა სასწრაფო წესით რაღაც რეფორმებს გვაჩეჩებს.

ნუ მოარგებთ სახელმწიფოს პიროვნებებს. პიროვნებები იცვლებიან, სახელმწიფო კი რჩება. მოგიწოდებთ, ნებისმიერი გადაწვეტილების მიღების დროს იმოქმედეთ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებმა საპარლამენტო რესპუბლიკაში! პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე!“, - მიმართა ხორგუანმა უმრავლესობის წევრებს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით „ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტი მიიღო, რომლის საფუძველზეც იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება და სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების პრეროგატივა პრემიერს ენიჭება.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით - 84-ხმით (10 წინააღდეგი) მიიღეს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ