აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა, - ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სამმხრივ ფორმატში მიმდინარეობს.

ასევე, წყაროს თქმით, მოლაპარაკებებზე დელეგაციები ეკონომიკურ, ტერიტორიულ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებს განიხილავენ.

ცნობისთვის, ეს უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია, რომელიც აბუ-დაბიში გუშინ დაიწყო.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა აღნიშნა, რომ გუშინ გამართული მოლაპარაკებები „შინაარსიანი და პროდუქტიული იყო“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს