დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ანდრეი სიბიგას ცნობით, დონალდ ტუსკი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერის, მათ შორის ენერგეტიკული დახმარების თვალსაზრისით ლიდერია. ჩვენ ვაფასებთ ამ სოლიდარობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა