პროკურატურა „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისთვის სასჯელის გამოტანასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისთვის სასჯელის გამოტანასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მათივე განცხადებით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „რატის ბარში“ მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, „რატის ბარში“ ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და არაერთგზის) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშუალის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ