პრემიერი - ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმებიც, რომლებიც საბოლო ჯამში ამას უზრუნველყოფს

საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმებიც, რომელიც საბოლო ჯამში ამას უზრუნველყოფს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, ვინც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას.

მისივე თქმით, კანონი უნდა გაიწეროს სწორად და პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს სწორად, თუმცა არსებობს სხვადასხვა ინსტანცია სიმართლის დასადგენად.

„მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა არა პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიასთან მიმსგავსებული წარმონაქმნი. ერთ-ერთ მიზეზად იყო გამოტანილი ის, რომ ის არ აღიარებდა გერმანიაში ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პრაქტიკა, ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცდილებაც. რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაშიც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპები იყოს დაცული. საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმებიც, რომელიც საბოლო ჯამში ამას უზრუნველყოფს.

კანონი უნდა გაიწეროს სწორად და პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს სწორად. გეთანხმებით, რომ გარკვეული სირთულეები ზღვრის გავლებასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს, თუმცა იმისთვისაა სამართლებრივი და მმართველობის სისტემა, რომ სწორად გაავლოს ზღვარი ასეთ შემთხვევაშიც, მათ შორის. თუ ეს ზღვარი სწორად არ გაივლება, არსებობს სხვადასხვა ინსტანცია, მათ შორის საერთაშორისო ინსტანცია, სადაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ზღვრის სწორად გავლების საკითხი. ყველანაირად არის გადაზღვეული ეს ყველაფერი. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ მექანიზმები კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს