ირაკლი კობახიძე - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს - გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ მდგომარეობა, როგორც თავის დროზე შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ

ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოლიტექნიკური ინსტიტუტი თსუ-ს ერთგვარი შვილი იყო და „როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს“.

„43% არის ტექნიკური მიმართულება, ხოლო 57% არის სამართალი, ეკონომიკა, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომელიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს არის მარტივი სტატისტიკა. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და მის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, რომ თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!