ადვოკატის ინფორმაციით, ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ახალი ბრალი წარუდგინეს

ადვოკატის ინფორმაციით, ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ახალი ბრალი წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ანტონ ჩეჩინის ადვოკატმა მარიამ ჯიქიამ განუცხადა, პროკურატურა მათ ციხეში ბანქოს თამაშს ედავება.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ცნობისთვის, ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ანტონ გრიბულს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს. ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8,5-8,5 წელი მიესაჯათ.

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 11 პირს შორისაა. დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს