ირანი და აშშ დღეს ომანში მოლაპარაკებებს გამართავენ

ირანი და შეერთებული შტატები დღეს ომანში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებული დავა, განსაკუთრებით თეირანის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოება, იმაზე მიუთითებს, რომ პროგრესის მიღწევა რთული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს დიპლომატია თეირანსა და დასავლეთს შორის ხანგრძლივი ბირთვული დავის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, მოლაპარაკებების დროს ირანის ბირთვული პროგრამა, მისი ბალისტიკური რაკეტები, რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა და საკუთარი ხალხის მიმართ მოპყრობა.

ირანმა კი განაცხადა, რომ სურს, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ და აშშ-ის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფმა ომანის დედაქალაქ მასკატში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს მხოლოდ ბირთვული საკითხები განიხილონ.

„ირანი დიპლომატიურ საქმიანობას ღია თვალებით და გასული წლის მყარი მოგონებებით იწყებს. ჩვენ კეთილი ნებით ვმონაწილეობთ და მტკიცედ ვდგავართ ჩვენს უფლებებზე. ვალდებულებები უნდა შესრულდეს. თანაბარი სტატუსი, ურთიერთპატივისცემა და ორმხრივი ინტერესი არ არის რიტორიკა - ეს აუცილებელია და მდგრადი შეთანხმების საყრდენებია“, - განაცხადა არაღჩიმ.

თეირანის ხელმძღვანელობა კვლავ შეშფოთებული იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა კვლავ განახორციელოს ირანზე დარტყმის მუქარა, ირანის მახლობლად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგების ფონზე.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ცდილობს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა და რომ მას, დიპლომატიის გარდა, ბევრი სხვა ვარიანტიც აქვს.

„სანამ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მინდა შევახსენო ირანის რეჟიმს, რომ პრეზიდენტს, როგორც მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალების მთავარსარდალს, დიპლომატიის გარდა ბევრი ვარიანტი აქვს,“, - აღნიშნა ლევიტმა.

ირანმა კი შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ნებისმიერ სამხედრო დარტყმას მკაცრად უპასუხებს და მეზობელი ქვეყნები, სადაც აშშ-ის ბაზებია განთავსებული, თავდასხმაში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის