GCCA-ის წარმომადგენლებმა თბილისის N 132-ე და N 169-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თბილისის N 132-ე და N 169-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, GCCA-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრისას მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ-ვაჭრობისას. სკოლის მოსწავლეებს სააგენტოს თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი, როგორც მომხმარებლების უფლებები და დარღვევის შემთხვევაში რომელ უწყებებს უნდა მიმართონ.

აგრეთვე, საუბარიშეეხო „კონკურენციისშესახებ“ კანონსდაიმას, თუროგორციცავსისმომხმარებელთაინტერესებს. საინფორმაციო-საგანმანათლებლოშეხვედრებისკოლებშისაქართველოსკონკურენციისადამომხმარებლისდაცვისსააგენტოსსასწავლო-კვლევითიცენტრისორგანიზებითადასაქართველოსგანათლების, მეცნიერებისადაახალგაზრდობისსამინისტროსმხარდაჭერითმიმდინარეობს“,-აღნიშნულიაინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა