ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტა - მოვითხოვთ კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიის ხელშეუხებლობას

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ­რეორგანიზაციას ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან.

„2026 წლის 3 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი (16.12.2025), ისე მეორე (4.02.2026) პაკეტით, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან. დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა.

მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო, სამართლის სკოლის საბჭო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს