სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტის დართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტის დართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

მათი თქმით, საგამოძიებო სიუჟეტი ასახავს საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალების მხრიდან, სავარაუდოდ ნივთიერება - „კამიტეს“ გამოყენებას. მათივე შეფასებით, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, საბოლოო ჯამში გამოვა, რომ დაკავებული პირები დაზარალებულები იქნებიან.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ პროკურორები და განაცხადეს, რომ აღნიშნულო სიუჟეტი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მომზადდა, ამიტომ საქმეს არ უნდა დაერთოს.

ასევე, აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ისაუბრა მსჯავრდებულმა, ვეფხია კასრაძემ.

„ისეთი სიმპტომები მქონდა, რომ მხედველობაც დამიქვეითდა, ბავშვებიც დამეწამლა, რომლებიც სოფელში მიმყავდა. დაეწყოთ პირღებინება. მაშინ ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე, შემდეგ კი გაირკვა ყველაფერი თუ საიდან გამომდინარეობდა“, - განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

მოსამართლე პაატა სილაგაძემ კი აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდების პოზიცია გაიზიარა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის