ლევან ხაბეიშვილი - მე ვარ ყველაზე პატარა, ვინც შეიძლება იყოს ქვეყანაში, ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტას არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაჭირვებული ქვეყნის შვილი ვარ და მათნაირი ვარ ზუსტად

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, პატიმრობაში მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ ალტერნატივას ხედავს.

„ეს არ არის ჩემი სასამართლო პროცესი. ლევან ხაბეიშვილის პროცესი ნახევარი წელია არ იმართება. წერილების უფლება რომ მქონდეს, სასამართლოს კი არ შევაწუხებდი. ჩემს აზრს გამოვთქვამდი წერილით ან მივწერდი რომელიმე ტელევიზიას. რაღაცას რომ ვიტყვი, მერე ვიღაცები ბრაზობენ, ხაბეიშვილის ტონი არ მოგვეწონაო, უკაცრავად თუ ჩემი ტონი არ მოგეწონათ, ძალიან დიდი ბოდიში. მე თქვენი გულშემატკივრის, ქართველი ხალხის პოზიციიდან ვლაპარაკობ თქვენი მონა-მორჩილი, რომელსაც არასდროს არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია. ყველაზე პატარა ვარ, ვინც შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში და არასდროს მქონია სხვა რამეზე პრეტენზია. ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს. გაჭირვებული, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ და მათნაირი ვარ ზუსტად. არაფერი ზედმეტი ან მე ან ჩემს შვილებს არ გაგვაჩნია. ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ.

თქვენი გულშემატკივარი ვარ და გიზიარებთ. თურმე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ და ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას. ვაი, თქვენ უბედურებო, თუ გგონიათ, რომ მათიკაშვილის, ზარქუას, ამ გაურკვეველი ხალხის ალტერნატივას ხალხი ვერ ხედავს, მართლა ძალიან მძიმედ გქონიათ საქმე. თქვენ ეს ხალხი გონებაშეზღუდული და გონებადახშული ხომ არ გგონიათ? ალტერნატივა არ არის კი არა, აქეთ არის ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე პატრიოტი ხალხი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას აქტიურობისა და პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„მე თქვენკენ ვარ. თქვენკენ რომ ვარ, იმიტომ ვზივარ აქ და ნახევარი წელია სასამართლო სხდომას ვერ მივაღწიე, ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ. ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, კი არ „ტეხავს“. ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რეებს აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე