ირაკლი ზარქუა - მინდა, დიასპორის წარმომადგენლებისათვის განვმარტო - პირადი სოციალური დახმარებისათვის დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ „გრანტს“ და არ ექვემდებარება კანონის რეგულირების საგანს

დიასპორის მიერ ოჯახის წევრებისთვის განხორციელებული პირადი ფულადი გზავნილები ატარებს სოციალური მხარდაჭერის ხასიათს და არ უკავშირდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან უცხოური იურიდიული პირის მიზნებს. ცალსახად აღვნიშნავ, რომ პირადი სოციალური დახმარებისათვის განხორციელებული დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ „გრანტს“ და არ ექვემდებარება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს“,-წერს

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ „გრანტების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ კერძო ფულად გზავნილებზე.

როგორც ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, „კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე პოლიტიკურ ზეგავლენას, აგრეთვე საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას“.

„მინდა, გამოვეხმაურო „გრანტების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელსაც მოყვა უამრავი გაუმართავი ინტერპრეტაცია, როგორც ადგილობრივი უსამშობლოებისგან, ასევე, აგენტურული ექსპერტების მხრიდან. მათი ყალბი განმარტებების თანახმად, ეს ცვლილებები თითქოსდა ზღუდავს ჩვენი დიასპორელების მიერ ოჯახის წევრებისათვის სოციალური დახმარების სახით ფულადი სახსრების გადმოგზავნას. რეალურად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს: უცხოური დაფინანსება და ფულადი გზავნილები არ იქნას გამოყენებული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ; უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და იხარჯებოდეს კანონმდებლობის შესაბამისად; უცხოური დაფინანსება არ მოხმარდეს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, რაც დააზიანებს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკას. მინდა, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისათვის მკაფიოდ განვმარტო, რომ კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე პოლიტიკურ ზეგავლენას, აგრეთვე საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას. მიღებული ცვლილებები არ ვრცელდება დიასპორის წარმომადგენლების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ კერძო ფულად გზავნილებზე. დიასპორის მიერ ოჯახის წევრებისთვის განხორციელებული პირადი ფულადი გზავნილები ატარებს სოციალური მხარდაჭერის ხასიათს და არ უკავშირდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან უცხოური იურიდიული პირის მიზნებს. ცალსახად აღვნიშნავ, რომ პირადი სოციალური დახმარებისათვის განხორციელებული დიასპორული ფულადი გზავნილები არ წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ „გრანტს“ და არ ექვემდებარება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების საგანს“,-წერს ზარქუა „ფეისბუქის“ გვერდზე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე