თსსუ მსოფლიო ბანკის ბლოგზე

,,როგორ იყენებს საქართველო სამედიცინო განათლებას უკეთესი ჯანდაცვისა და უკეთესი სამუშაო ადგილების შესაქმნელად’’ - ამ სახელწოდებით მსოფლიო ბანკმა თავის საგანმანათლებლო ბლოგზე სტატია გამოაქვეყნა.

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს სამედიცინო განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები/ნაბიჯები და მათი როლი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (თსსუ), როგორც ქვეყანაში სამედიცინო განათლების ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარ ცენტრს და ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუციას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე სამედიცინო განათლების მოდელის დანერგვაში.

სტატიის მიხედვით, თსსუ ეტაპობრივად გადავიდა კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლების მოდელზე, გააძლიერა კლინიკური პრაქტიკა და სწავლების პროცესში აქტიურად იყენებს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს- ყველაფერი ერთად კი მიზნად ისახავს სტუდენტებში საერთაშორისო სტანდარტების კლინიკური აზროვნების, პრაქტიკული უნარებისა დაპროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას. პუბლიკაციაში ასევე ხაზგასმულია უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსგავსი მიდგომები სამედიცინო განათლებაში ხელს უწყობს როგორც სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებას, ისე ჯანდაცვის სისტემის მდგრად განვითარებასა და კვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადებას.

სტატიაში ასევე საუბარია იმ პროექტებზე, რომელიც თსსუ-მ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.

ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/9tfzj

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის