ირაკლი კობახიძე - დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება, გვინდა, დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების ადამიანებთან და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა - გარედან უნდოდათ, საზოგადოება გაეხლიჩათ ორ ნაწილად, ამას უნდა დავუპირისპირდეთ

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს ახვევდნენ სიძულვილს, უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად ქვეყანა ამას უნდა დაუპირისპირდეს“.

„ჩვენი მიზანია დეპოლარიზაციის ხელშეწყობა. საქართველოში ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს გვახვევდნენ სიძულვილს,უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად. ვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ამოცანა, მიზანი არის საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ერთად ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დეპოლარიზაციამდე“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ