პროკურატურა გარდაბანში მკვლელობაზე - ბრალდებული დაზარალებულს უზღუდავდა განათლების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის და მუშაობის უფლებას, აკონტროლებდა მის გადაადგილებას, დაუზიანა პასპორტი, ბინაში კი სამეთვალყურეო კამერები დაუყენა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2018 წლიდან 2026 წლის 5 თებერვლის ჩათვლით არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, უზღუდავდა განათლების მიღების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის, მუშაობისა და პირად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას.

ასევე ბრალდებული მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, დაუზიანა პასპორტი, ხოლო 2026 წლის დასაწყისში მეუღლის სრულად გაკონტროლების მიზნით, მის საცხოვრებელ ბინაში, ფარულად, დააყენა სამეთვალყურეო კამერები.

5 თებერვალს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს გულ-მკერდისა და ზურგის არეში დანით მიაყენა ჭრილობები.

მიღებული დაზიანებების შედეგად , დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 6 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 381 პირმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა), 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (დოკუმენტის დაზიანება, ჩადენილი პირადი მოტივით), 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას