არმაზ ახვლედიანი - არასდროს, არაფრის ფასად შევეგუოთ გაუგონარ ბოროტებას, ბოლომდე ვიბრძოლოთ ერთიანი საქართველოს სამართლიანი, ნორმალური, ევროპული მომავლისთვის

არასდროს, არაფრის ფასად შევეგუოთ ამ გაუგონარ ბოროტებას, ბოლომდე ვიბრძოლოთ ერთიანი საქართველოს სამართლიანი, ნორმალური, ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

ახვლედიანი აქვეყნებს განცხადებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით

„XII საუკუნეში სინანულითა და სიმდაბლით სიმაღლის მომპოვებელი, ბოროტებასთან შეურიგებელი, სამართლიანი წესრიგისთვის თავდადებული, განათლებულობის დამამკვიდრებელი, სახელმწიფოებრიობის განმამტკიცებელი, შემოქმედის არა მხოლოდ ბაგით მაქებელი, არამედ არსით ერთგული მეფე - წყალობა ყოველთა ქართველთა და მისთა მოკეთეთა!

XXI საუკუნეში კი დიდი მეფის და მისი მეუფის ფარისევლურად მაქებელი, აღვირახსნილი უსამართლობისა და უსიყვარულობის მთესველი, განათლებულობის მდევნელი, სახელმწიფოებრიობის დამაქცევარი თვითმარქვია ბოროტი რეჟიმი.

არასდროს, არაფრის ფასად შევეგუოთ ამ გაუგონარ ბოროტებას, ბოლომდე ვიბრძოლოთ ერთიანი საქართველოს სამართლიანი, ნორმალური, ევროპული მომავლისთვის!“, - წერს ახვლედიანი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს