არ გამოგრჩეთ - „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და თანამედროვე ბიზნესინსტრუმენტების გაზიარებას.

10 თებერვალს, „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, გაიმართება ვორკშოპი „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“, რომელსაც ნანა აბურჯანიძე - ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Solutioneer-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.

ვორკშოპის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ქალი მეწარმეებს თანამედროვე ბაზრის რეალობასთან ადაპტირებულ, პრაქტიკულ მიდგომებში, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას, მომხმარებელთან უფრო ეფექტიან კომუნიკაციას და კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  • რა არის გაყიდვების მიმართულებით ძირითადი გამოწვევები დღეს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე;
  • როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, სტრატეგიები და ტაქტიკები ბოლო წლებში;
  • რა როლი აქვს სწორ, მიზნობრივ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში;
  • როგორ ტრანსფორმირდა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა და სხვა.

ვორკშოპი ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში - ლოკალური და საერთაშორისო ბრენდების პრაქტიკული ქეისების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის მაგალითების გაზიარებით. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები საკუთარი ბიზნესის კონტექსტიდან და მიიღონ რეკომენდაციები რეალური გამოწვევების გადასაჭრელად.

ღონისძიება გაიმართება 10 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის ქ. N15.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია, საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკი, პლატფორმა Business 360˚-ის ფარგლებში, განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს — კურსებს, ვორკშოპებს, კვლევებსა და პრაქტიკულ ინიციატივებს მეწარმეებისთვის.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის