პროკურატურამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

„დღეს 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1985 წელს დაბადებული, თ.ო.-ა. ის 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში გარდაცვლილი იპოვეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა