2026 წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირების მომზადება და შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება 12 საჯარო სკოლაზეა დაგეგმილი

2026 წლის განმავლობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირების მომზადება და შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება 12 საჯარო სკოლაზეა დაგეგმილი.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

რაც შეეხება სკოლებს, ესენია: ახალციხის N2 საჯარო სკოლა; გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ატენის საჯარო სკოლა; დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლა; საჩხერის N1 საჯარო სკოლა; საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავის საჯარო სკოლა; თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველის საჯარო სკოლა; ჭიათურის N2 საჯარო სკოლა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა; სამტრედიის N11 საჯარო სკოლა.

გარდა ამისა, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „მუნიციპალური განვითარების ფონდს” საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოდან სკოლების უკვე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტებიც გადმოეცა, რომელთა დასრულებაც 2026 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ასეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 საჯარო სკოლაა. მათ შორის თბილისში 3 სკოლა, იმერეთში -4, გურიაში -1 სკოლა, მცხეთა მთიანეთში-1, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -1, ქვემო ქართლშიც -1 და სამეგრელო-ზემო სვანეთშიც 1 საჯარო სკოლა.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს,,მუნიციპალური განვითარების ფონდში“ მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება 18 საჯარო სკოლაზე.

ესენია: ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა; კასპის N4 საჯარო სკოლა; ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაყის საჯარო სკოლა; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა; თბილისის N152 საჯარო სკოლა; თბილისის N166 საჯარო სკოლა; თბილისის N96 საჯარო სკოლა; თბილისის დიდი დიღმის საჯარო სკოლა; თბილისის N158 საჯარო სკოლა; თბილისის N14 საჯარო სკოლა; სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლა; თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა; თბილისის 157-ე საჯარო სკოლა; ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა; აბაშის N2 საჯარო სკოლა; წალენჯიხის N1 საჯარო სკოლა.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული საჯარო სკოლების სავარაუდო ბიუჯეტს, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ეს „მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ჩაბარების შემდგომ გახდება ცნობილი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს