„საქსტატი“ - IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 764.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.0%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 764.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 9.0%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 600.5 ათასი შეადგინა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2025 წლის IV კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 405.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა (46.9 პროცენტი) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.1 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის IV კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (36.9 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 236.2 ათასი და 90.3 ათასი ვიზიტი. 2025 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 შეადგინა, რაც 2024 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.3 ღამე) 6.0 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 97.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2025 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 636.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 17.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით 10.1 პროცენტით გაიზარდა და 1 059.8 ლარი შეადგინა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა