ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარედგინება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბრალის წარდგენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15:00 საათზეა დაგეგმილი.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ნიკა მელიას ამ შემთხვევაშიც სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა ახლა უკვე საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე, მისი დაკავების ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს. ეს არის ის საქმე, როდესაც ნიკა მოიტაცეს, თუმცა, პირიქით, აქეთ დააჯარიმეს. აბსურდული ვერსია რომ შემოგვთავაზეს, თითქოს პოლიციელებს ვერაზე შეურაცხყოფა მიაყენა და მერე ლისის ტბაზე დაიჭირეს. რეალურად იყო მოტაცება.

ახალი ბრალი წარედგინება 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სწორედ სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს. მითხრეს, მტკიცებულებებს გადმოგცემთ ბრალის წარდგენის შემდეგო.

დღეს 15:00 საათის შემდეგ რუსთავის საპატიმროში უნდა ჩავიდეთ გამომძიებელთან ერთად და წარედგინება ბრალდება.

იმ დღეს ყველა ვესწრებოდით პროცესს და რაიმე ინციდენტი არავის შეუმჩნევია, არც ჟურნალისტებს, არც მე და არც თვითონ მოსამართლეს გაუკეთებია არანაირი კომენტარი შეურაცხყოფის თაობაზე. შენიშვნაც კი არ მიუცია ნიკასთვის, რა შეურაცხყოფაზეა საუბარი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ უნდათ, ფსიქოლოგიურად გატეხონ. მერამდენე ბრალდებაა უკვე, სათვალავი ამერია“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, საქმე ეხება 29 მაისს მომხდარ ფაქტს, როცა ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მელია პატიმრობაში იმყოფება. მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება, 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამავე დროს, მელია მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელზეც, ის მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, ასევე დამნაშავედ ცნეს და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს