4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 14 პირის სასამართლო პროცესზე შსს-ს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტები იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 14 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შსს-ს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტები იკითხებიან.

როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა ეთერ რაზმაძემ განაცხადა, მან 14 ბრალდებულიდან, ორის, ლევან ჯიქიას და გიორგი რურუას იდენტიფიცირება მოახდინა. მისი განმარტებით, როგორც ბაზაში არსებული ფოტოთი, ისე კვლევისთვის წარმოდგენილი ვიდეოში ერთი და იგივე პიროვნებები დააფიქსირა.

სხდომაზე ექსპერტ ეთერ რაზმაძეს ადვოკატმა ჰკითხა, რა პროფესიის იყო, რაზეც რაზმაძემ უპასუხა, რომ „პედაგოგიური აქვს დამთავრებული“.

ექსპერტის ამ პასუხს ბრალდებულების სიცილი მოჰყვა. ბრალდებულთა ამ რეაქციას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი გამოეხმაურა, მათ გაფრთხილება მისცა, რომ თუ მსგავსი რამ განმეორდებოდა, მათ დარბაზიდან გაუშვებდა და საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მისცემდა მხოლოდ.

„სიცილ - კისკისით მიგაბრძანებთ! ეს არის უპატივცემულობა. მეორეჯერ მსგავსი დამჭირდება და ავტომატურ რეჟიმში დატოვებთ დარბაზს“, - განაცხადა ბრალდებულთა მისამართით მოსამართლემ.

ამის შემდგომ ექსპერტმა ადვოკატის კითხვის საპასუხოდ განმატა, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის მიმართულებით რა განათლება აქვს.

„გავიარე 6 - თვიანი სტაჟირება, ტრენინგიც ჩამიტარდა, შემდეგ დავიწყე ექსპერტიზა. 2 წელია ვმუშაობ. 6 თვე გავდიოდი სტაჟირებას, ანუ ვსწავლობდი პროგრამებს...მაქვს სერტიფიკატი“, - განაცხადა ექსპერტმა ეთერ რაზმაძემ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის