თაზო დათუნაშვილი - სუსტ მდგომარეობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაუძლო წნეხს, რაც მისივე მხურვალე მხარდამჭერებისგან მიიღო

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანება „საშინელ პოლიტიკურ მასკარადს“ წარმოადგენდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ უკან დახევით დასრულდა.

დათუნაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებში პროფესორების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ძლიერი წინააღმდეგობა მიიღო და იძულებული გახდა, გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა.

“საშინელი პოლიტიკური მასკარადი - უნივერსიტეტების გაერთიანება-დაშლა დასრულდა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სუსტ მდგომარეობაში, რომელიც დღეს არის, ვერ გარისკა იმ წნეხის გაძლება, რომელიც მისივე მხურვალე მხარდამჭერებისგან მიიღო, ვგულისხმობ, თსუ-ს და სტუ-ს პროფესორების დიდ ნაწილს - ვერ გაუძლო ამ წნეხს, რადგან ვიცით, რომ არ ორი უნივერსიტეტის პროფესორების დიდი ნაწილი არის „ქოცური“ წიაღის წარმომადგენელი, შესაბამისად, მიიღო დიდი წინააღმდეგობა და ვერ გაუძლო”, - განაცხადა დათუნაშვილმა სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანების თაობაზე მთავრობის შეცვლილი გადაწყვეტილების კომენტირებისას და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი ინტერესი ახლაც არის უნივერსიტეტების ქონებება და კონტროლი.

„ძირითადი ინტერესი აქამდე და მანამდეც იყო ქონება და კონტროლის მექანიზმის დაწესება. როგორც აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ინტელიგენციის ეს ნაწილი არ არის მზად, გივი მიქანაძისეული მიდგომებისთვის და ხელისუფლებამ უკან დაიხია", - აცხადებს დათუნაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა. დღეს, 9 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს რექტორთან და პროფესორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება "წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა ახლდა. განცხადება გაავრცელა თსუ-ის სენატმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობითი ორგანო მიიჩნევდა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყვეტილიყო და გაგრძელებულიყო მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია. თავის მხრივ კი, განცხადება გაავრცელა სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ. მათი განმარტებით, არ ეთანხმებოდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმის გზით. საბჭო ასევე სთხოვდა მთავრობას, შეეჩერებინა პროცესი, ვიდრე არ შედგებოდა განხილვა და არ იქნებოდა უნივერსიტეტის თანხმობა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია