ნუგზარ წიკლაური - ორი კვირის წინ გვეუბნებოდნენ, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების სისტემის გადარჩენის ერთადერთი გზაა, ახლა ცდილობენ, საპირისპირო გადაწყვეტილება გამოაცხადონ სიბრძნის ნაყოფად - საქართველო აბსურდის თეატრში ცხოვრობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წარდგენა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად არის ქცეული.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, სასამართლო გადაწყვეტილებები „დავალების მიხედვით“ მიიღება და მოსამართლეები პოლიტიკურ ინსტრუმენტებად არიან ქცეული.

წიკლაური არ გამორიცხავს, რომ მელიას მიმართ გირაო იყოს გამოყენებული, თუმცა აღნიშნავს, რომ წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან „არ ემყარება სამართლებრივ ლოგიკას“.

„ნებისმიერი გადაწყვეტილებაა შესაძლებელი, თუმცა ვნახეთ, რომ სხვების მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო. შესაძლოა აქაც გირაო იქნას გამოყენებული, თუმცა სრულად შეუძლებელია მათი ნაბიჯების გამოცნობა, რადგან ის არ ემყარება სამართლებრივ ლოგიკას, სასამართლო არის პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი. მოსამართლეებიც არიან პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტები. რა დავალება იქნება მიღებული, იმ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ.

ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ამ ქვეყანაში, ვინც ღირსებისთვის და სიმართლისთვის იბრძვის, ეს იყო ნიკა მელიას სლოგანი, ყველა ამ ადამიანს ეუბნებიან, რომ ღირსება და სიმართლე ამ ქვეყანაში შეუთავსებელია. ამიტომ, თუ გინდა, რომ ღირებულება უნდა იყოს პოლიტიკურ ასპარეზზე, ასეთი ადამიანების ადგილია ციხეში. არაფერი ახალი არ არის, ყველა დიქტატურაში ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი, რომელიც არის გარეთ და ამბობს თავის მოსაზრებას, საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის და ცდილობენ მათ ციხეში გამოკეტვას, ყველას ციხეში ვერ ამოკეტავენ“,- აცხადებს წიკლაური.

პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ გაერთიანების გადაწყვეტილება უკვე დაგეგმილი და გადაწყვეტილი იყო, ხოლო უნივერსიტეტური საზოგადოების და სტუდენტების პროტესტმა ხელისუფლება უკან დახევისკენ უბიძგა, თუმცა, მისი თქმით, უკან დახევა სავარაუდოდ არაა საბოლოო პოზიტიური შედეგის მაჩვენებელი — ხელისუფლება უბრალოდ დაიწყებს სხვა ფორმების ძიებას.

„ორი კვირის წინ, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილება, გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის განათლების სისტემის გადარჩენის ერთადერთი გზა. ახლა, როდესაც სრულად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს, ცდილობენ ეს გადაწყვეტილება გამოაცხადონ სიბრძნის ნაყოფად. ეს არის აბსურდის თეატრი, რომელშიც საქართველო ცხოვრობს.

ჩემი აზრით, სტუ-ს გაუქმება გადაწყვეტილი იყო და როდესაც მოხდა საუნივერსიტეტო საზოგადოების აღშფოთება, ამან გამოიწვია ხელისუფლების უკან დახევა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ უკან დახევა საბოლო ჯამში პოზიტივისკენ წაგვიყვანს. აუცილებლად დაიწყებენ რაღაც ახალი ფორმების ძებნას. როგორც ჩანს, მთავარი ამოცანა, ივანიშვილის არ შემდგარი უნივერსიტეტისთვის, რაღაც ფუნქციის გამოძებნაა. მეორე მხრივ, თბილისის ცენტრში უამრავი შენობის გასხვისება, რაც მათთვის არის ახალი კორუფციული წყარო“, - აცხადებს წიკლაური.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება