ალექსანდრ გრუშკო - რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინის საკითხზე შეთანხმების მთავარი ელემენტი უნდა გახდეს - მის გარეშე სამშვიდობო ხელშეკრულება შეუძლებელია

რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინის საკითხზე შეთანხმების მთავარი ელემენტი უნდა იყოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.

„ვაღიარებთ, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარებისას უნდა იქნას გათვალისწინებული უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა გრუშკომ.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს არ ახსენებენ. ამის გარეშე კი სამშვიდობო ხელშეკრულება შეუძლებელია.

„თუ ყურადღებით დააკვირდებით ევროკავშირის ლიდერების მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, არავინ ახსენებს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს. ეს შეთანხმების მიღწევის მთავარი ელემენტია. ამის გარეშე სამშვიდობო ხელშეკრულება შეუძლებელია“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრ გრუშკო მიიჩნევს, რომ გარანტიები უნდა მოიცავდეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის გამორიცხვას, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განლაგებაზე უარის თქმას და, ზოგადად, იმის გარანტიებს, რომ უკრაინა საფრთხეს არ შექმნის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის