ავსტრალიაში, ისააკ ჰერცოგის ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ისრაელის პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, საპროტესტო აქციის დროს 27 ადამიანი დააკავეს, აქედან ცხრას მოგვიანებით ბრალი წაუყენეს. ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის კომისარმა მალ ლანიონმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა „ის გააკეთეს, რაც საჭირო იყო“.

პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციას 6 000-მდე ადამიანი დაესწრო, ორგანიზატორების განცხადებით კი, დემონსტრანტების რაოდენობა 50 000 იყო.

ავსტრალიის მთავრობამ ჰერცოგი ავსტრალიაში ბონდის სანაპიროზე ანტისემიტური თავდასხმის შემდეგ მიიწვია და განაცხადა, რომ ეს ებრაული თემის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება იქნებოდა. თუმცა მთავრობის ამ ნაბიჯმა პალესტინის მომხრე ჯგუფების მხრიდან პროტესტი გამოიწვია.

საუბარია თავდასხმაზე, რომელიც 14 დეკემბერს მოხდა, როდესაც ორმა შეიარაღებულმა პირმა ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა