სალომე სამადაშვილი - ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს, ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე

ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს, ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე, - ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, დრო არ ითმენს, რადგან „დახრჩობის შიშით შეპყრობილი რეჟიმი მთელს ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს“.

„ვერშემდგარი აკადემიური ქორწინების დრამაზე, ზოგადად- განათლების „რეფორმაზე“, კორუფციასთან და მაღალ ფასებთან „დაუნდობელ ბრძოლაზე“, „ქვეყნის ინტერესების საბოტაჟის“ საქმეებზე, რომელიც ხვალ იწყება და სხვა, ქვეყნის მართვის იმიტირებულ პროცესებზე...

ამ იმიტირებულ „ქოცურ“ სიურრეალიზმის მიღმა, ნამდვილ, ხილულ და „გაზომვად“ სამყაროში, ის, რაც მხოლოდ ქართველი პატრიოტების სურვილი იყო, რეალობად თუ არა, რეალურ შესაძლებლობად იქცა.

სულ ხუთი წლის წინ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ სურვილი იყო, დღეს-ევროპის გეგმაა. ევროპის უსაფრთხოების სისტემით ჩვენი ქვეყნის დაფარვა, სურვილი იყო, დღეს კი, ევროკავშირის სტრატეგიაა. აშშ-ს ახალი სტრატეგიული ინვესტიციები ჩვენს რეგიონში, რომელიც პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიას ქმნის, სურვილი იყო-დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში რეალობად აქცია...

ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ყველა ამ პროცესის მიღმა, დასავლეთისგან იზოლირებულ მდგომარეობაში დატოვა. საქართველო, რომელიც დასავლეთის მთავარი საყრდენი იყო რეგიონში, „აუთსაიდერის“, გარიყულის მდგომარეობაშია.

შედეგად კი, თავად ამ ხელისუფლებასაც კრიზისი შეექმნა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის განვითარების მთავარი კომპასი დასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორი იყო. ხან წარმატებით მივდიოდით კომპასით ნაჩვენები მიმართულებით, ხან ნაკლებად, მაგრამ კომპასი არსებობდა. ივანიშვილმა სახელმწიფოს განვითარების მთავარი ღერძი გააუქმა, როდესაც უარი თქვა დასავლეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ხელთ კი 3 მილიონზე მეტი მოქალაქე შერჩა, რომელსაც ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს. სიმართლეს ვერ ეტყვის, რომ უკომპასოდ დარჩენილი ჩვენი გემი ერთი მიმართულებით, რუსეთისკენ მიექანება.

პოლიტიკური დღის წესრიგი კი, ყველა რეჟიმს, თუნდაც ყველაზე სისხლიან და ავტოკრატიულს, აუცილებლად სჭირდება. დღის წესრიგი შეიძლება ნებისმიერი სიგიჟე იყოს, დაწყებული კომუნიზმის შენებიდან საბჭოთა კავშირში, დამთავრებული ცარიელი ახალი ქალაქებით-აზიურ ავტოკრატიებში და, პუტინის ომით უკრაინაში... ივანიშვილის პროვინციული მასშტაბის ავტოკრატიას არა აქვს რესურსი, რაიმე გრანდიოზული დღის წესრიგი შექმნას, დაპყრობით ომებს ვერ აწარმოებს, ვერც ახალ ქალაქებს ააშენებს. ამიტომ უნდა მოიგონოს, რომ მაგალითად დაარეგულირებს უბნის მაღაზიების რაოდენობას, ამით გააკონტროლებს ფასებს; ან უნივერსიტეტებს გააერთიანებს; ან ერთ ქალაქში, მხოლოდ ერთ უმაღლესს დაუტოვებს ბუღალტრული განათლების უზრუნველყოფის უფლებას; ან მთელ ყოფილ მინისტრთა კაბინეტს დაიჭერს; ან ბომბეიდან თბილისამდე გვირაბის გათხრისთვის დააპატიმრებს რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს...

მნიშვნელობა არა აქვს, რა სიგიჟეს მოიგონებს რეჟიმი, რადგან მას ქვეყნის რეალური მართვის რესურსი აღარ აქვს. კრიზისიც თავად უნდა მოიგონოს, ისეთი, რომლის მოგვარების იმიტაციაც შეუძლია, რადგან რეალური კრიზისის მოგვარება-ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს.

რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს ფსევდო იმიტაციური მართვა, რაც უფრო შორს დარჩება ქვეყანა რეალური განვითარების პროცესებიდან, მეტ სიგიჟეს ვნახავთ. ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები - ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სიურრეალიზმს დაასრულებს, ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე. დრო არ ითმენს, დახრჩობის შიშით შეპყრობილი რეჟიმი მთელს ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს“, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში