ირაკლი კობახიძე - დებატებში 8 მონაწილე ვიყავით, საიდანაც 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ დეპოლარიზაციას - იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს იხილა და შეაფასებს

ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ „რუსთავი 2-ის ეთერში გამართლ დებატებში მონაწილეობდა 8 ადამიანი და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა.

„გუშინ მთლიანობაში 8 მონაწილე ვიყავით დებატებში და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ 8 მონაწილიდან 7 აქეთკენ იყო მიმართული. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავისი თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა