„სელფი“ ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული გოგონებისა და ქალებისთვის ღონისძიების პარტნიორია

„სელფი“ ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული გოგონებისა და ქალებისთვის ღონისძიების პარტნიორია. ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „STEAM-ის დღე 2026" იმართება 11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღეს.

„ღონისძიება მიზნად ისახავს, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) სფეროებში ქალებისა და გოგოების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. 11 თებერვალს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ერთ სივრცეში გაერთიანდებიან ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალები, ახალგაზრდა პროფესიონალები და სტუდენტები, გამოცდილების გასაზიარებლად, შთაგონების მისაღებად და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შესაქმნელად.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება: საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული ქალების გამოსვლები; ვორქშოპები და მასტერკლასები; ინტელექტუალური და სახალისო თამაშები; ნეთვორქინგის სივრცე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც ტექნოლოგიებში ინკლუზიურობას, ახალგაზრდების ჩართულობასა და, მთლიანობაში, ქვეყნის ტექნოლოგიების ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება. გვჯერა, რომ მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განათლება კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი“, - აცხადებენ „სელფი მობაილში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის