გიორგი შარაშიძე - პარადოქსია, როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტის პარალელურად, „ოცნებას“ რაც შეუძლია, ხალხს შესთავაზოს, პროტოკოლური ფოტოებია - სიმართლე ერთია: ისტორიული მოვლენები საქართველოს გარეშე ვითარდება!

ჯეი დი ვენსის საქართველოს გვერდის ავლით ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არ განიხილავს სანდო და სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში - სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მოვლენები საქართველოს გარეშე ვითარდება!, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ოცნების” მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში.

„ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური და ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად საქართველო კარგავს სტრატეგიულ როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის საქართველოს გვერდის ავლით ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არ განიხილავს სანდო და სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში, სადაც ჩვენს თვალწინ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გარეშე ახალი ისტორია იწერება და რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებისა და სტრატეგიული მშვიდობის რეალური კონტურები იკვეთება.

ჯეი დი ვენსის ვიზიტი ერევანსა და ბაქოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ოცნება" არა თუ მშვიდობისმყოფელი არაა, არამედ სწორედ მისი ანტიეროვნული პოლიტიკა ქმნის ყველაზე მაღალ რისკებს და საფრთხეებს საქართველოში რეალური და გრძელვადიანი მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.

პარადოქსია, როცა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტის პარალელურად, ერთადერთი, რაც „ოცნებას“ შეუძლია, საკუთარი პროპაგანდით ქართველ ხალხს შესთავაზოს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შემთხვევითი პროტოკოლური ფოტოებია.

სიმართლე ერთია და ამ სიმართლეს „ოცნება" საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნით ვერ გადაფარავს - სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მოვლენები საქართველოს გარეშე ვითარდება!

პრემიერ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთისადმი ამერიკის დამოკიდებულება და უპრეცედენტო ინვესტიციები სომხეთის ხელისუფლების სანდოობით, პრეზიდენტ ტრამპთან იდეალური ურთიერთობის და მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევითაა განპირობებული. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების" თითქოსდა მშვიდობისმყოფელობა მათივე გამოგონილია, რომლისაც პარტნიორებს არ სჯერათ და რომ ოცნება ამერიკისთვის არასანდო პარტნიორია. აღარაფერს ვამბობთ ტრამპის ადმინისტრაციისადმი დამოკიდებულებით, რომელსაც ოცნების პროპაგანდისტები ხან დიფ სთეითად და ხან ომების გამჩაღებლად მოიხსენიებენ.

„ოცნების" მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც არც ისე შორეულ წარსულში საქართველო ამერიკის საყრდენი იყო.

დღეს, როცა „ოცნება" სრულ იზოლაციაშია და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მტრებად აცხადებს, ჩვენი მეზობლები გონივრული პოლიტიკით იღებენ იმ ეკონომიკურ სიკეთეებს და უსაფრთხოების გარანტიებს, რაც საქართველოსაც უნდა მიეღო.

იმისთვის, რასაც „ოცნება" დღეს საქართველოს აკარგვინებს, ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი. რის გამოც, სრული პასუხისმგებლობა „ოცნებას" ეკისრება. მიუხედავად „ოცნების" ამ მოღალატეობრივი მოქმედებისა, ჩვენ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში დასაბრუნებლად," - განაცხადა შარაშიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები