ელენე ხოშტარია - დასაგეგმია დიდი აქცია, ძალების მოკრება და ყველა მოთამაშის მიერ ხალხის ერთობლივად მობილიზება - როგორც კარგად შესამჩნევი განაცხადი, რომ ხალხი იბრძვის

დასაგეგმია დიდი აქცია, ძალების მოკრება და ყველა მოთამაშის მიერ ხალხის ერთობლივად მობილიზება - როგორც განაცხადი, რომ ხალხი იბრძვის, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია „დროა“ აქვეყნებს.

ელენე ხოშტარია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის რეგიონში ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში რუსეთის „ასეთი ხილული შევიწროება და ნამდვილი მშვიდობის კონტურების გამოკვეთა”.

„ძალიან სასიხარულოა ვენსის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანში! ვულოცავ ჩვენს მეგობრებს რეგიონის შავი ხვრელიდან გაღწევისაკენ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

ჩვენ არაერთხელ ვიკისრეთ მსგავსი როლი რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ასეთი ხილული შევიწროება და ნამდვილი მშვიდობის კონტურების გამოკვეთა, რასაც ყოველთვის მოჰყვება გარღვევა განვითარების, ინვესტიციების, გამდიდრების კუთხით.

ასევე სასიხარულოა ქართველი აქტივისტების ხილვა ერევანში და სომხების აშკარა კეთილგანწყობა მათ მიმართ.

რაც შეგვეხება ჩვენ: შეულამაზებელი რეალობა ცვლილების ერთადერთი სწორი საფუძველია. ამიტომ შევხედოთ ამ ვიზიტს, როგორც სარკეს. წუწუნი სრულიად უადგილოა. ეს დე-ფაქტო ბანდა კიდევ უფრო უარეს რეალობას შექმნის.

ამიტომ ვკონცენტრირდეთ გასაკეთებელზე:

  1. დასაგეგმია დიდი აქცია, ძალების მოკრება და ყველა მოთამაშის მიერ ხალხის ერთობლივად მობილიზება - როგორც განაცხადი, კარგად შესამჩნევი განაცხადი, რომ ხალხი იბრძვის.
  2. ოპოზიციამ უნდა წარმოვადგინოთ ქვეყნის შიგნით და გარეთ საერთო ხედვა საქართველოს როლის შესახებ ახალ გეოპოლიტიკაში - საგარეო პოლიტიკური ალტერნატივა. ის უნდა წარვადგინოთ ხმამაღლა და სხვადასხვა ფორმით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში.
  3. რეგიონული უსაფრთხოების ხედვა თავისუფალი, სანდო, დემოკრატიული, ერთიანი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს პასუხისმგებლობების შესახებ ამ პროცესში.

პ.ს. რეჟიმის არაღიარების დამსახურებაა, რომ საქართველოსთვის კარი მოჯახუნებული არ არის და ბიძინას არ ენდობიან. ოპოზიციურ ალტერნატივის ჩვენება საერთაშორისოდ რეჟიმის ცვლილების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ვიმოქმედოთ! ბოლომდე”, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე