საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა

საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

„ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა