რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ალი იერლიკაია და ილმაზ თუნჩი თანამდებობებიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თურქეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები ღამით განახორციელა. იუსტიციის სამინისტროს აკინ გურლეკი უხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი ერზურუმის გუბერნატორი მუსტაფა ჩიფჩი დაინიშნა.

მუსტაფა ჩიფჩი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პროვინციის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. ბოლოს ის ერზურუმის გუბერნატორი იყო.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა