ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი დღეს გაიმართება

აშშ-ის ჰელსინკის კომისია 11 თებერვალს ბრიფინგს გამართავს, თემაზე: „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„2024 წლის ოქტომბრიდან „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანი უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში გადაუშვა. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებას აფართოებენ განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის წასართმევად.

რეპრესიებმა თანაბრად მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლებამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები გაყინა, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს, დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, და ოპოზიციური ფიგურები დაიბარა ყალბ სასამართლო პროცესებზე და პატიმრობა მიუსაჯა მათი ძალაუფლების არაღიარებისთვის. მშვიდობიან პროტესტს ახლა შედეგად მოჰყვება დიდი ჯარიმები და ხანგრძლივი პატიმრობები.

ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, „ქართული ოცნების“ განსხვავებული აზრის დასასჯელად და დემორალიზებისთვის ტაქტიკებს, და წინ მიმავალ გზას საქართველოსთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს