შალვა პაპუაშვილი - „ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება - მეგობრობა პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება

„შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს განცხადება ეკუთვნის იმავე ხელისუფლების საგარეო უწყებას, რომლის წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდნის“ მოწყობისკენ, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა სცადეს საქართველოს პარლამენტის შენობის დაწვა.

„შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება ეკუთვნის იმავე ხელისუფლების საგარეო უწყებას, რომლის წარმომადგენელმა საჯაროდ მოუწოდა ქართველ რადიკალებს „მაიდნის" მოწყობისკენ. ამ მოწოდებიდან რამდენიმე დღეში „მოლოტოვის კოქტეილებით“ და პიროტექნიკით შეიარაღებულმა მოძალადეებმა სცადეს საქართველოს პარლამენტის შენობის დაწვა, თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს ათეულობით პოლიციელს, რის შედეგადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა.

ამ ფონზე, საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ „მაიდნისკენ მოწოდებაზე“ გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი ქცევის გამო.

„ქართველი ხალხის მეგობრობა“ სიტყვებით არ იზომება. მეგობრობა პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება. ძალადობრივი სცენარების წახალისება და მათი შემდგომი გამართლება სხვაა, მეგობრობა - სხვა. მათ შორის დიდი ზღვარია“, - წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის