სერგეი ლავროვი - უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ დოკუმენტის ახალი ვერსიები კიევისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ამერიკული სამშვიდობო გეგმის „გაუპატიურების“ მცდელობაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ დოკუმენტის ახალი ვერსიები კიევისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ ამერიკული სამშვიდობო გეგმის „გაუპატიურების“ მცდელობაა.

„ყველა შემდგომი ვერსია ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მფარველების მხრიდან ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბალტიისპირეთიდან ამერიკული ინიციატივის „გაუპატიურების“ მცდელობის შედეგია“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ის გეგმა მოიცავს პუნქტს უკრაინაში რუსების, როგორც ეროვნული უმცირესობის უფლებების აღდგენის შესახებ.

„პრესაში გაჟონილი უახლეს ვერსიებში ამაზე არაფერია ნათქვამი“, - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რაც შეეხება 20-პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ალასკის სამიტის შემდეგ განიხილეს, ის რუსეთისთვის არავის გადაუცია.

„ანკორიჯში ჩვენ გამოვნახეთ ამერიკულ წინადადებებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც მშვიდობისკენ გზას ხსნიდა. დოკუმენტი მოიცავდა ყველა ფუნდამენტურ საკითხს და შეთავაზებას საკითხების ადგილზე არსებული რეალობის შესაბამისად გადაჭრასთან დაკავშირებით. მათ შორის იმ საკითხების, რომლებიც ჩვენ შევქმენით რუსების დასაცავად ნაცისტური რეჟიმისგან და მისი კურსისგან, რომელიც რუსულ ენასთან, კულტურასთან, ისტორიასთან და მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ ყველაფრის განადგურებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის